დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 4.24 თეთრით, ევროსთან კი 5.45 თეთრით გაუფასურდა.

ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის ბოლოდროინდელ მერყეობას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.

სავალუტო ბაზარზე საკმაოდ მერყევი ტენდენციები შეინიშნება, რაც ლარის ასეთ მერყეობას იწვევს. ლარის გამყარების მთავარი ფაქტორი იყო საგარეო მოთხოვნის ზრდა ანუ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა. დაიწყეს ბიზნესების დარეგისტრირება და ქართულ ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ჩადება. ასევე გაჩნდა მოლოდინი და ხალხმა დაიწყო დანაზოგების კონვერტირება ლარში. ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებს ლარს.

კიდევ ერთი ფაქტორი არის, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. თუმცა მას შემდეგ, რაც დაიწყო რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ეს პირველ რიგში აისახა საფინანსო ბაზარზე, რადგან პროცენტის შემცირება ავტომატურად უბიძგებს ინვესტორებს, რომ დანაზოგები შეინახონ არა ლარში, არამედ უცხოურ ვალუტაში, რადგან მათ უჩნდებათ მოლოდინი, რომ მომავალში ლარი გაუფასურდება. გამომდინარე იქიდან, რომ ლარი მისი წონასწორობის ნიშნულთან იყო უფრო მეტად გამყარებული, ბუნებრივია, რომ ეს პროცესი ახლა უნდა წამოვიდეს უკან გაუფასურებისკენ”, - განმარტავს აკაკი ცომაია.

1 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 4.24 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6396 ლარი გახდა. ლარი ევროსთან მიმართებით კი 5.45 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8278 ლარი გახდა.