ეროვნული ბანკის მიერ 7 ოქტომბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7130 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1672 ლარია.
თბილისის სხვადასხვა უბნებში მოქმედ სავალუტო ჯიხურებში ლარის გაცვლითი კურსი ევროსა და დოლარის მიმართ დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:
ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7070 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7020 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1700 ლარად, გაყიდვა კი 3.1650 ლარად შეუძლიათ.
ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7100 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7030 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1670 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1530 ლარად შეუძლიათ.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7120 ლარად, გაყიდვა კი - 2.7070 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1700 ლარად, გაყიდვას კი - 3.1560 ლარად შეძლებენ.
თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7100 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1650 ლარად, გაყიდვა კი 3.1250 ლარად შეუძლიათ.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.