2025 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დაფინანსება მხოლოდ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უმცირდება, სხვა სამინისტროების კი იზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში.
ბიუჯეტის მიხედვით, ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსება იზრდება.
2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტის მიხედვით, სამინისტროებისთვის განსაზღვრული დაფინანსება ასე ნაწილდება:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 8.7 მლრდ ლარი, ზრდა 870.850 მლნ ლარი;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 3.2 მლრდ ლარი, კლება 200.7 მლნ ლარი.
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2.885 მლრდ ლარი, ზრდა 376.9 მლნ ლარი;
- თავდაცვის სამინისტრო - 1.6 მლრდ ლარი, ზრდა 220 მლნ ლარი;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1.350 მლრდ ლარი, ზრდა 90 მლნ ლარი.
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 1 მლრდ ლარი, ზრდა 199 მლნ ლარი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 745 მლნ ლარი, ზრდა 57 მლნ ლარი;
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 515 მლნ ლარით, ზრდა 43 მლნ ლარი;
- იუსტიციის სამინისტროსთვის - 427 მლნ ლარი; ზრდა 12.315 მლნ ლარი;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო - 200 მლნ ლარი; ზრდა 12.5 მლნ ლარი;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 121 მლნ ლარი; ზრდა 7 მლნ ლარი.
მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია გუშინ წარუდგინა. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 27 046 541 100 ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის გეგმასთან შედარებით 2.016 მლრდ ლარით მეტია. პროექტის მიხედვით, 27.046 მლრდ ლარიდან 25.601 მლრდ ლარი არის საბიუჯეტო სახსრები, 60.275 გრანტები და 1.385 მლრდ კრედიტი.