პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს მოუსმენენ.
დეპუტატების წინაშე უწყების მნიშვნელოვან საფინანსო დოკუმენტს სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარადგენს.
ანგარიში მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.