აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ – ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.

„შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.

აღინიშნა, სებ-ის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკა და ფასების სტაბილურობა, საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობა.

საუბარი ასევე შეეხო გლობალურ გამოწვევებსა და რისკებს.

გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და მისიის მოახლოებულ ვიზიტზე საქართველოში.

სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერუნ კლიკის განცხადებით, მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს მისიის ფარგლებში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.