შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) 2026 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი განისაზღვრა.

6 თებერვლას ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულებიდან ირკვევა, რომ NAEC-ის ბიუჯეტი მიმდინარე წელს 27,9 მლნ ლარით განისაზღვრა. რაც შეეხება შრომის ანაზღაურების ბიუჯეტს, ის 2026 წლისთვის 7 მლნ ლარს შეადგენს.

დოკუმენტის თანახმად, შტატით გათვალისწინებული დასაქმებულების რაოდენობა 100-ით განისაზღვრა.

NAEC-ის დირექტორს 9600 ლარი აქვს ხელფასი.

სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელად რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა თამარ მემანიშვილი, რომელმაც ამ პოსტზე ნინო წერეთელი ჩაანაცვლა.

ცნობისთვის, 2025 წლის შრომის ანაზღაურებაზე 4,9 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული.