2026 წლის 3 თვის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით „იმედი L“-მა „ჯიპიაის“ გადაუსწრო და რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სულ მოზიდულმა პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 2026 წლის 3 თვეში 521 მლნ. ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის 3 თვე– 453 მლნ. ლარი იყო.

„იმედი L“-ის მიერ პირველ კვარტალში მოზიდულმა პრემიამ 124 მილიონი შეადგინა, წინა წლის იგივე პერიოდში კი ეს მონაცემი 60 მილიონი იყო. მეორეზე „თიბისია“ 82 მილიონით, „ჯიპიაი“ კი მესამე პოზიციაზეა 70 მილიონით. 

2026 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 521 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 94 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 31 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 802 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 528 მილიონ ლარს.

2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.