სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო ფონდების განვითარების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გამართა - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„ღონისძიება მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შედგა. ღონისძიება სიტყვით გახსნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა და საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ. პრეზენტაციები წარადგინეს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ და მსოფლიო ბანკის ფინანსური სექტორის უფროსმა სპეციალისტმა შანტი დივაკარანმა.
მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით ამოქმედდება კერძო კაპიტალის 3 საინვესტიციო ფონდი, რომელთა ჯამური მოცულობაც 200 მილიონ ლარამდე იქნება.
ინიციატივა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას“ – ნათქვამია ინფორმაციაში.