მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში ფიქრობენ რომ მიკროსაფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელში დომინანტი სალომბარდე სესხები დარჩება, ხოლო ის ორგანიზაციები, რომლებიც აქცენტს ბიზნესის დაკრედიტებაზე აკეთებენ სტატუსის ცვლილებას და მიკრობანკად ტრანსფორმაციის გზას აირჩევენ.

„ემბისისა“ და „კრისტალის“ მიკრობანკად ტრანსფორმაციის შემდეგ, მიკროსაფინანსო ბაზრის სტრუქტურა შეიცვალა. 2025 წლის მონაცემებით მისოების საკრედიტო პორტფელი 1.9 მილიარდ ლარამდე შემცირდა, სესხების 78%-ი კი სალომბარდე სესხებს უჭირავს.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე „საქმის კურსთან“ ამბობს, რომ გასულ წელს დადებითი ცვლილებები შევიდა მარეგულირებელ ჩარჩოში. შედეგად, მიკროსაფინანსოებს ერთეულ მსესხებელზე გასაცემი ლიმიტი 100 000-დან 200 000 ლარამდე გაეზარდათ და რაც სექტორს აძლევს საშუალებას დამატებით განავითაროს ბიზნესდაკრედიტებათუმცა ამის მიუხედავად, ეს ლიმიტიც გარკვეულწილად შემზღუდავია და მსხვილი მსესხებლები ან ის კლიენტები, რომლებიც ამ ზღვარში ვერ ეტევიან, მიკრობანკებსა ან კომერციულ ბანკებში ინაცვლებენ.

„იმისათვის, რომ ბიზნესის დაკრედიტება განავითაროს მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ, თუ მას ზომა უწყობს ხელს არ ვთვლი, რომ რაიმე დამატებითი ფაქტორი დასჭირდება საიმისოდ, რომ მიკრობანკი გახდეს. მიკრობანკების შემთხვევაში შემოდის უფრო მეტი თავისუფალი მოქმედების არეალი, დამატებითი შესაძლებლობები სესხების გაცემის და დეპოზიტების მოზიდვის მიმართულებით (რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადი ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით), საბანკო პროდუქტების განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, ის ორგანიზაციები, ვინც ბიზნესის დაკრედიტებაზე კონცენტრირდება და კაპიტალიც ექნებათ მიკრობანკების საწყისი კაპიტალის თანაზომადი, ამ შემთხვევაში ალბათ ლოგიკურია, რომ ვიფიქროთ, რომ ისინი მიკრობანკების სექტორში გადაინაცვლებენ“, - ამბობს ნინო დევდარიანი.

წყარო: bm.ge