მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა ძირითადად გაიზარდა.
2023 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, ტოპ მისო-ებს შორის ყველაზე მეტი ღირებულების ქონება „კრისტალს“ აქვს დასაკუთრებული და 472 034 ლარს შეადგენს (პირველ კვარტალში 438 840 ლარი), მეორე ადგილზე „მიკრო ბიზნეს კაპიტალია“ ლარით 363 484 (პირველ კვარტალში 242 277 ლარი) , მესამეზე „ლიდერ კრედიტია“ 275 782 ლარით (I კვარტალში 204 291 ლარი), მეოთხეზე „ლაზიკა კაპიტალია“ 167 207 ლარით (I კვარტალში 145 817 ლარი), ხოლო მეხუთეზე 113,492 ლარის ქონებით „სვის კაპიტალი“ (I კვარტალში 90 902 ლარი). მიკროსაფინანსო ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ ორგანიზაციას „რიკო ექსპრესს“ კი სულ 86,595 ლარის ქონება აქვს დასაკუთრებული.
რაც შეეხება ტოპ მისო-ების სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს ასე გამოიყურება:
„რიკო ექსპრესი“ : წმინდა მოგება - 24.7 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 586 მლნ ლარი.
„კრისტალი“ : წმინდა მოგება - 2.1 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 467 მლნ ლარი.
MBC : წმინდა მოგება - 305,402 ლარი; მთლიანი აქტივები - 109 მლნ ლარი.
„ლაზიკა კაპიტალი“: წმინდა მოგება - 480 134 ლარი; მთლიანი აქტივები - 70 მლნ ლარი.
„ლიდერ კრედიტი“ : წმინდა მოგება - 1.8 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 88 მლნ ლარი.
„სვის კაპიტალი“ : წმინდა მოგება - 7.6 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 202 მლნ ლარი.