ეროვნული ბანკის განკარგულების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იზიკრედ ჯორჯიას“ ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარეობს. 

„1. მიეცეს თანხმობა შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 205267584) საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას;

2. შეწყდეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 205267584) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319);

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს;

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე;

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში;

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე“, - აღნიშნულია განკარგულებაში.

თუმცა, კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი არ ათავისუფლებს მსესხებლებს აღებული ვალდებულების შესრულებისგან.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი არ ათავისუფლებს მსესხებლებს აღებული ვალდებულების შესრულებისგან და მსესხებლების ვალდებულებები კომპანიის მიმართ რჩება უცვლელი. სესხის დაფარვა უნდა მოხდეს წინასწარ განსაზღვრული პირობების და ვადების (გადახდის გრაფიკის) შესაბამისად. მსესხებლის მხრიდან სასესხო ვალდებულების დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში კომპანია გამოიყენებს ყველა კანონიერ საშუალებებს სასესხო დავალიანების ამოსაღებად“, - ნათქვამია „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იზიკრედ ჯორჯიას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „იზიკრედ ჯორჯია” დაფუძნებულია 2008 წლის 19 ნოემბერს.