ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის მარტში ქართულმა ბანკებმა სულ 4,112 იპოთეკური კრედიტი გასცეს, რომელთა მთლიანი ღირებულებაც 378 მილიონ ლარს შეადგენდა.
მარტში ახალი იპოთეკური სესხების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით შემცირდა. გაცემული კრედიტების მოცულობა კი 15%-ით გაიზარდა. რაც იმის მანიშნებელია, რომ ბანკებმა უფრო ნაკლები იპოთეკური სესხი გასცეს, თუმცა მისი მოცულობა მეტია.
2024 წლის მარტში საშუალო იპოთეკის ზომა 73 ათასი ლარი იყო, ხოლო 2025 წლის მარტში გაცემული იპოთეკური კრედიტის საშუალო მოცულობა 92 ათას ლარს შეადგენდა, რაც წლიურად 25.5%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული მატება სავარაუდოდ ქვეყანაში უძრავი ქონების ფასების ზრდას უკავშირდება.
სებ-ის მიხედვით, 2025 წლის მარტის მდგომარეობით ლარის იპოთეკური სესხების განაკვეთი 11.86%-ია, რაც წლიურად 0.09 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.