Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, მიხეილ ლომთაძე დაუბრუნდა, ბიძინა ივანიშვილის ქონება კი რეკორდულ მაჩვენებლამდე გაიზარდა. ჩამონათვალში ისევ 2 ქართველი ბიზნესმენია.

ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებელის, მიხეილ ლომთაძის ქონება Bloomberg-ს $5.82 მილიარდად აქვს შეფასებული და რეიტინგში 492-ე ადგილს იკავებს. 

რაც შეეხება ბიძია ივანიშვილს, $7 მილიარდით 381-ე პოზიციას იკავებს. ჯერ კიდევ 5 მარტს,  ივანიშვილის მდგომარეობის მაქსიმუმი 6.92  მილიარდს შეადგენდა. 

წლის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე, მისი ქონება 400 მლნ დოლარით გაიზარდა.  ბოლო ცვლილება +75 მილიონი დოლარია

ცობისთვის, მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ლომთაძე Bloomberg-ის სიაში აღარ იძებნებოდა, თუმცა 2023 წლის აგვისტოში კვლავ დაბრუნდა.

შემდეგ თვეებში მისი ქონება შემცირდა, შესაბამისად რეიტინგში აღარ იძებნებოდა, თუმცა დღეს ის კვლავ მსოფლიოს 500 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის იკავებს ადგილს.