აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები შემცირდა 2.51 მლნ ბარელით და შეადგინა 457,223 მლნ ბარელი.
ბენზინის მარაგები შემცირდა 0,24 მლნ ბარელით და შეადგინა 235,176 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები შემცირდა 0,05 მლნ ბარელით და შეადგინა 116,455 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და შეადგენს 13,1 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.