2023 წლის მეორე კვარტალში გაცვლითი კურსი კვლავ განაგრძობდა გამყარებას. ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლარსა და ევროს მიმართ, შესაბამისად, 3.0%-ით და 1.5%-ით გამყარდა.

„ლარი განაგრძობდა გამყარებას თურქულ ლირასთან (11.4%) და რუსულ რუბლთან (12.6%). ამავე პერიოდში, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 6.5%-ით, ხოლო წლიურად კი 28.8%-ით გამყარდა. რაც შეეხება ფასების დონის დიფერენციალით დაკორექტირებულ გაცვლით კურსს, 2023 წლის მეორე კვარტალში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 3.4%- ით და წლიურად 17.3%-ით გამყარდა. წლიური გამყარება ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარებამ განაპირობა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.