29 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7088 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7077 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1739 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1593 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0146 ლარი შეადგინა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 2.23 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6374 ლარი გახდა.

ერთი ლირას კურსმა 6.51 თეთრი შეადგინა.