6 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7201 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7238 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0037 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1714 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1967 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0253 ლარი შეადგინა.
გირვანქა სტერლინგთან მიმართებით კი ლარი 0.11 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ფუნტის ღირებულება 3.6539 ლარი გახდა.
ერთი ლირას კურსმა 6.52 თეთრი შეადგინა.