24 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.7077 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.33 თეთრით გამყარდა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1593 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1863 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0270 ლარი შეადგინა.

გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ლარი 3.66 თეთრით გამყარდა, შედეგად 1 ფუნტის ღირებულება 3.6151 ლარია.

ერთი თურქული ლირას კურსმა 6.51 თეთრი შეადგინა.