ლარი მსოფლიოს 10 ყველაზე გამყარებულ ვალუტას შორისაა. წლის დასაწყისიდან დღემდე, ქართული ლარი ამერიკულ დოლართან მიმართებით დაახლოებით 7%-ით გამყარდა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მყარი ვალუტა შრი-ლანკური რუპიაა, სამეულშია - ერაყული დინარი და მექსიკური პესო. ლარი ყველაზე მყარ ვალუტებში მე-8 პოზიციაზეა. მყარი ვალუტების ტოპ ათეულს bm.ge აქვეყნებს.

  • შრი-ლანკური რუპია +17.9%
  • ერაყული დინარი +11.5%
  • მექსიკური პესო +10.9%
  • კოსტა-რიკული კოლონი +10.3%
  • უნგრული ფორინიტი +9.6%
  • მოლდოვური ლეი +7.4%
  • ჩილეური პესო +7.2%
  • ბრაზილიური რეალი +7.1%
  • ქართული ლარი +6.7%
  • კოლუმბიური პესო +6.3%

Bloomberg-ის 13 მაისის კურსით 1 დოლარი 2.5305 ლარი ღირს.