ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა დაადასტურა, რომ ბიტკოინი ცენტრალური ბანკების რეზერვების ვარიანტად არ განიხილება. საკითხი შეეხება არა მხოლოდ ევროკავშირის წევრებს, არამედ ყველა ევროპულ ქვეყანას.

ლაგარდმა Bloomberg-თან ინტერვიუში განმარტა, რომ ცენტრალური ბანკების რეზერვები უნდა იყოს ლიკვიდური, საიმედო და არ  უნდა ბადებდეს ფულის გაყალბების საფუძვლიან ეჭვს, რა მოთხოვნასაც ბიტკოინი ვერ აკმაყოფილებს.

ცნობისთვის, ევროპის ცენტრალური ბანკის გენერალურ საბჭოში შედიან როგორც ევროზონაში(ევროს გამოყენების ქვეყნები), ისე ევროკავშირის სხვა ქვეყნები,  რომლებიც ადგილობრივ ვალუტას მოიხმარენ (მაგალითად: პოლონეთი, ჩეხეთი და სხვ.) ამიტომ, როდესაც ლაგარდი საუბრობს გენერალური საბჭოს პოზიციაზე, იგი ფაქტობრივად, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფოს პოზიციას  გამოხატავს.

თუმცა, ხუთშაბათს, ჩეხეთის ეროვნული ბანკის (ČNB) ხელმძღვანელმა ალეშ მიხლმა განაცხადა, ის ბიტკოინის სავალუტო რეზერვად ქცევაზე სერიოზულად ფიქრობს.  შესაძლოა, სამომავლოდ ČNB-მა რეზერვების 5%-ი სწორედ ბიტკოინში შეინახოს.