მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხები 2023 წლის პირველ კვარტალში გაიზარდა. ბაზრის ოთხი მთავარი მოთამაშის მთლიანმა სესხებმა ჯამში დაახლოებით 980 მლნ ლარს მიაღწია.
„რიკო ექსპრესის“ მიერ გაცემულმა სესხებმა 432 558 281 ლარი შეადგინა, „კრისტალის“ - 388 665 194 ლარი, მიკრო ბიზნეს კაპიტალის (MBC) - 92 272 337 ლარი, ხოლო „ლაზიკა კაპიტალი“ - 66 092 563 ლარი.
რაც შეეხება სხვა ფინანსურ მაჩვენებლებს ასე გამოიყურება:
„რიკო ექსპრესი“ : წმინდა მოგება - 13.8 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 580 მლნ ლარი; მთლიანი ვალდებულებები - 275 მლნ ლარი; მთლიანი კაპიტალი - 305 მლნ ლარი; მთლიანი საპროცენტო შემოსავლები - 24.4 მლნ ლარი.
„კრისტალი“ : წმინდა მოგება - 1.6 მლნ ლარი; მთლიანი აქტივები - 424 მლნ ლარი; მთლიანი ვალდებულებები - 347 მლნ ლარი; მთლიანი კაპიტალი - 76.4 მლნ ლარი; მთლიანი საპროცენტო შემოსავლები - 24.4 მლნ ლარი.
MBC : წმინდა მოგება - 92 713 ლარი; მთლიანი აქტივები - 106 მლნ ლარი; მთლიანი ვალდებულებები - 87,8 მლნ ლარი; მთლიანი კაპიტალი - 18,9 მლნ ლარი; მთლიანი საპროცენტო შემოსავლები - 6.3 მლნ ლარი.
„ლაზიკა კაპიტალი“: წმინდა მოგება - 301 709 ლარი; მთლიანი აქტივები - 73.7 მლნ ლარი; მთლიანი ვალდებულებები - 60 მლნ ლარი; მთლიანი კაპიტალი - 13.7 მლნ ლარი; მთლიანი საპროცენტო შემოსავლები - 4 მლნ ლარი.