მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიამ (SEC) კრიპტო ბირჟა Bittrex-ი არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდებით ოპერირებაში დაადანაშაულა, კრიპტო ბირჟამ გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სიეტლში დაფუძნებულმა Bittrex-მა შეწყვიტა ფუნქციონირება შეერთებულ შტატებში 30 აპრილს და განაცხადა, რომ გაკოტრების შესახებ განცხადება გავლენას არ მოახდენს Bittrex Global-ზე, რომელიც მომხმარებლებს შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ ემსახურება. კომპანიის არაამერიკული ტრანზაქციები დაფუძნებულია ლიხტენშტაინში.

ვილმინგტონში, დელავერის სასამართლოში შეტანილი გაკოტრების განაცხადის თანახმად, Bittrex-ის აქტივები და ვალდებულებები $500 მილიონიდან $1 მილიარდამდე მერყეობდა.

Bittrex-ი აცხადებს, რომ ის ჯერ კიდევ ფლობს აშშ-ს მომხმარებლების იმ კრიპტო აქტივებს, რომლებსაც ისინი 30 აპრილამდე არ გაუტანიათ. მათი თქმით, ეს აქტივები ძლიერადაა დაცული.