საბანკო სექტორში საზოგადოებისათვის ინტერესის სფეროს გაცემული სესხების დინამიკაც წარმოადგენს, რადგან, როგორც ცნობილია, ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ „ჭარბვალიანობა“ მოიაზრება.
მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით ასეთი დინამიკა შეინიშნება:
კომერციული ბანკების მიერ მთლიანი გაცემული სესხები 2023 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 100 მილიონი ლარით (22%) შემცირდა;
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის გაცემული სესხები შემცირდა დაახლოებით 0.42%-ით, ხოლო შინამეურნეობებზე გაცემული სესხები გაიზარდა 1.2%-ით წინა თვესთან შედარებით;
გაიზარდა სესხების ლარიზაციის (ლარში ქვოტირებული და გაცემული) სესხების წილი და აპრილის ბოლოსათვის დაახლოებით 55.9% შეადგინა.