JPMorgan Chase-მა გაიმარჯვა აუქციონში და First Republic Bank-ი იყიდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის მარეგულირებელმა ორშაბათს First Republic Bank-ი დაისაკუთრა. JPMorgan მიიღებს First Republic Bank–ის 92 მილიარდ აშშ დოლარს დეპოზიტებში, 173 მილიარდ აშშ დოლარს სესხებში და 30 მილიარდ აშშ დოლარს ფასიანი ქაღალდებში - და გადაუხდის ფედერალური დეპოზიტების დაზღვევის კორპორაციას მათში დაახლოებით 10,6 მილიარდ დოლარს, ამის შესახებ CNBC წერს.

„შეთანხმების ფარგლებში, First Republic Bank-ს 84 ოფისი რვა შტატში JPMorgan Chase Bank-ის ფილიალებით ხელახლა გაიხსნება“, - ნათქვამია FDIC-ის განცხადებაში.

First Republic Bank-ის ყველა მეანაბრე JPMorgan Chase Bank-ის მეანაბრე გახდება და ექნება სრული წვდომა ყველა მათ დეპოზიტზე.

„ამ შენაძენს მცირე სარგებელი მოაქვს მთლიანად ჩვენი კომპანიისთვის, აქციონერებისთვის, კიდევ უფრო აუმჯობესებს ჩვენს სიმდიდრის და ავსებს არსებულ ფრენჩაიზს“, - განაცხადა JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დიმონმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს მარეგულირებლები, First Republic Bank-ის გადარჩენის მცდელობისას, მოლაპარაკებას აწარმოებდნენ მინიმუმ სამ მთავარ ბანკთან: JPMorgan-თან, Citizens-თან და PNC-თან.

JPMorgan-ის აქციები 2.6%-ით გაიზარდა წინა საბაზრო ვაჭრობის დროს.