2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 1 მილიარდ 238 მილიონ ლარზე მეტით და 10 მილიარდ 907 მილიონ ლარს აჭარბებს, მათ შორის:
- მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე გამოყოფილია 5 მილიარდ 700 მილიონი ლარი, რაც 685 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის მოცულობას;
- სხვადასხვა სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ 994 მილიონ ლარს;
- ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაზრდილია 243 მილიონ ლარამდე და 2 მილიარდ 462 მილიონ ლარს აჭარბებს;
- სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაციისა და აღჭურვისთვის გამოყოფილია 145 მილიონი ლარი, რაც 65 მილიონით მეტია მიმდინარე წლის თანხაზე. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს დაიწყება ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის საავადმყოფოს მშენებლობა.
- იძულებით გადაადგილებულ პირთა და მიგრანტთა ხელშეწყობისთვის გამოყოფილია 418 მილიონ ლარზე მეტი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.