ბიტკოინმა სარეკორდო, $100 000-მდე ზრდის შემდეგ, კლება დაიწყო. ამჟამად კრიპტოვალუტის ღირებულება $96 000-ის ქვემოთაა, რაც მისი 6%-იანი გაუფასურებაა.
ამ დროისთვის, ბიტკოინი, რომელიც ხშირად „ციფრულ ოქროს“ უწოდებენ, $95 500-ა ივაჭრება, ხოლო მისი კაპიტალიზაცია $1.89 ტრილიონს შეადგენს.
Coinglass-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიკვიდაციის მოცულობამ $690 მილიონს გადააჭარბა, რომლის ძირითადი ნაწილი ($631 მილიონი) გრძელ პოზიციებზე მოდიოდა.
ბიტკოინმა „წითელ ზონაში“ ჩაიყოლა კაპიტალიზაციის ტოპ-10-ში მყოფი ყველა ციფრული აქტივი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვარდნა Ethereum-მა განიცადა — მისი ფასი 9%-ით შემცირდა და $3,330-მდე დაეცა.
Solana (SOL) 9.8%-ით შემცირდა და $200-ის ქვემოთ ჩამოვიდა. Dogecoin (DOGE) 12.5%-ით გაუფასურდა, ხოლო Cardano (ADA) 11.6%-ით დაეცა.