მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ სტაბილურ ნიშნულზეა, ერთი უნცია ოქროს ღირებულება 4 027 დოლარს შეადგენს.
დღიური ვაჭრობის ფარგლებში ძვირფასი ლითონის ფასი 0.86%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ვერცხლს, ერთი უნციის ღირებულება ამ დროისთვის 58.2 დოლარია, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 0.87%-იან კლებას ნიშნავს.
საქართველოში ძვირფასი ლითონების ფასები შემდეგნაირად ნაწილდება: 1 გრამი 999 სინჯის ოქრო 355 ლარი ღირს, 750 სინჯის ოქროს ფასი 266 ლარია, ხოლო 585 სინჯის ოქროს ღირებულება 208 ლარს შეადგენს.
ვერცხლის შემთხვევაში, 999 სინჯის 1 გრამი 4.90 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ვერცხლის ფასი 4.29 ლარს შეადგენს.