კომერციულ ბანკებს გირავნობის უზრუნველყოფის სახით ჯამში 99 მლრდ ლარზე მეტის აქტივები აქვთ მიღებული. აქტივებიდან უმეტესობა უძრავ ქონებაზე მოდის. აქტივებში შედის როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ.

ყველაზე დიდი მოცულობით გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზეა - 40,778 მლრდ ლარი, შემდეგ მოდის „თიბისი ბანკი“ 38,933 მლრდ ლარით, მესამე ადგილზე კი არის „ლიბერთი ბანკი“ – 5,239 მლრდ ლარის აქტივით.

რაც შეეხება კონკრეტულად უძრავი ქონების გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებულ აქტივების მოცულობით პირველ და მეორე ადგილს „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“ ინაწილებენ.

უძრავი ქონების გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებულ აქტივების მოცულობის მიხედვით Top-5 ბანკი შემდეგია:

  • „თიბისი ბანკი“ – 2023 წლის პირველ კვარტალში - 30 330 656 826 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში - 21 236 058 499 ლარი.
  • „საქართველოს ბანკი“ – 2023 წლის პირველ კვარტალში - 32 772 463 690 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში - 25 118 060 642 ლარი.
  • „ბაზის ბანკი“ – 2023 წლის პირველ კვარტალში - 3 443 707 072 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში - 3 677 330 763 ლარი.
  • „ლიბერთი ბანკი“ – 2023 წლის პირველ კვარტალში - 3 132 744 541 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში - 3 554 846 138 ლარი.
  • „ტერა ბანკი“ – 2023 წლის პირველ კვარტალში - 1 725 240 242 ლარი, 2022 წლის პირველ კვარტალში - არ არის მითითებული.

2023 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა, მათ შორის „პეისერა“, პირველი ციფრული ბანკი, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს.