მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) მოიცავს 38 წევრ ქვეყანას, რომლებიც იზიარებენ დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ერთგულებას, ბევრ მათგანს ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი გენდერული განსხვავება ანაზღაურებაში მამაკაცებსა და ქალებს შორის.

Visual capitalist-ის მონაცემების მიხედვით, სამხრეთ კორეაში გენდერული ანაზღაურების სხვაობა ქალებსა და კაცებს შორის, სრულ განაკვეთზე, OECD-ის წევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მაღალია (31.2%).

ქვეყანა:

პროცენტული განსხვავება მამაკაცებისა და ქალების (სრულ განაკვეთზე) შემოსავლებში:

სამხრეთ კორეა

31.2 %

ისრაელი

25.4 %

ლატვია

24.9 %

იაპონია

21.3 %

კვიპროსი

20.8 %

ესტონეთი

20.5 %

მალტა

17.9 %

კანადა

17.1 %

აშშ

17.0 %

მექსიკა

16.7 %