ჩვენი პროგნოზით ფულადი გზავნილები 3.4 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს, რაც გაზრდილია წინა ნაპროგნოზები 3.2 მლრდ აშშ დოლარიდან, - ამის შესახებ ინფორმაციას Galt & Taggart ყოველკვირეულ მიმოხილვაში აქვეყნებს.

სებ-ის მიხედვით, 2025 წლის აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 6.1%-ით გაიზარდა 295.5 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვეში დაფიქსირებული წლიური 3.9%-იანი ზრდის შემდეგ.

ძირითადი დონორი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების წლიური ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირიდან (+14.2%, მთლიანის 46.3%), აშშ-დან (+16.6%, მთლიანის 18.3%), ისრაელიდან (+11.4%, მთლიანის 7.5%), თურქეთიდან (+6.4%, მთლიანის 2.9%) და ყირგიზეთიდან (+40.3%, მთლიანის 2.6%). ამასთან, აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად შემცირდა რუსეთიდან (-18.9%, მთლიანის 13.5%) და ყაზახეთიდან (-41.6%, მთლიანის 2.4%). ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აპრილში ფულადი გზავნილები წლიურად 0.8%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.