Bloomberg-ი კრემლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აზრით, 2025 წლის ბოლომდე რუსეთი შეძლებს უკრაინის თავდაცვის ხაზების გარღვევას და სრულად დაიკავებს 4 ოლქს —ხერსონს, ზაპოროჟიეს, დონეცკსა და ლუჰანსკს.  

გამოცემა წერს, რომ სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ პუტინი ომის დაუყოვნებლივ შეჩერებასა და ცეცხლის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.