Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 11 მარტს 11.6-წლიანი 30 მლნ ლარის (10.8 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.048პპ-ით გაიზარდა და 8.919% შეადგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის 11 მარტს 1-წლიანი 20 მლნ ლარის (7.2 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის სახაზინო ვალდებულებები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.3- ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.026პპ-ით გაიზარდა და 7.606% შეადგინა.

ინფორმაციისთვის, უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2025 წლის 18 მარტს, სადაც 7.8-წლიანი 50 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გაიყიდება.