ევროკომისია ციფრული ევროს დასარეგულირებელ საკანონმდებლო დებულებებს 2023 წლის ივნისში მოამზადებს. ამის შესახებ ECB-ის მმართველი საბჭოს წევრმა ფაბიო პანეტამ განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, შესაბამისი წესების დეტალური შესწავლისთვის, მუდმივ კონტაქტზე არიან ევროკომისიასთან.

„ჩვენ ვსწავლობთ ციფრული ევროს დიზაინს, მის განაწილებას და გავლენას ფინანსურ სექტორზე“, - განაცხადა პანეტამ.

მან დააზუსტა, რომ ECB-ის მმართველთა საბჭოს საბოლოო დოკუმენტს მხოლოდ ოქტომბერში მიიღებს. ამის შემდეგ მარეგულირებელი მისი გაშვებისთვის და ტექნოლოგიის ტესტირებისთვის დაიწყებს მზადებას.

მისი შეფასებით, თუ წინადადებას დამტკიცდება, ციფრული ევრო დაახლოებით სამიდან ოთხ წელიწადში ამოქმედდება.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ ციფრული საშუალებების რისკის გარეშე გადახდა და მათი თავისუფლად გამოყენება ევროკავშირის მასშტაბით.