2025 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.577 მლრდ დოლარს (დაახლოებით 24.164 მლრდ ლარს) გადააჭარბა, რაც 29.6 მლნ დოლარით მეტია მიმდინარე წლის იანვართან შედარებით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან აზიის განვითარების ბანკი (ADB) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

კერძოდ, საქართველოს ყველაზე დიდი ვალი აქვს აღებული შემდეგი ორგანიზაციებიდან:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.261 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.647 მლრდ დოლარი
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.080 მლრდ დოლარი
  • მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 459.7 მლნ დოლარი
  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 176.388 მლნ დოლარი.