მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორი, რომელიც შეიძლება ლარის კურსზე ნეგატიურად მოქმედებდეს, თურქული ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.
„ამ კონტექსტში, ჩვენი ადრინდელი შეფასებებით: ა) სუსტ ლირას გადაცემითი ეფექტი ლარზე მეტწილად მაშინ აქვს, როდესაც დოლარის მიმართ რეგიონის სხვა ვალუტებიც უფასურდება და ბ) ლირის გაუფასურება გავლენას ახდენს საქართველო-თურქეთის ორმხრივ ვაჭრობაზე, თუმცა საქართველოს ჯამურ სავაჭრო ბალანსზე მისი ეფექტი არ იკვეთება, რადგანაც გაიაფებული თურქული იმპორტი, თავისთავად, ინფლაციის გათვალისწინებით, უმეტესწილად სხვა იმპორტულ პროდუქციას უფრო უწევს კონკურენციას ვიდრე ადგილობრივ წარმოებას“, - წერია თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ განახლებაში.
თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულ გაუფასურებას ისევ განაგრძობს. დღეს ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 24 ლირას მიაღწია, რაც გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია.
ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ლარზე ნეგატიურად მოქმედებდეს, ლირის გაუფასურებაა - „თიბისი კაპიტალი“
ირაკლი კობახიძე საქართველოში ინდოეთის ელჩს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?
საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ეკონომიკური ზრდის კუთხით - ირაკლი კობახიძე
სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - ირაკლი კობახიძე
ლავროვმა ოკუპ. რეგიონების ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსგან თავდაუსხმელობის საკითხი განიხილა
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს