საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო საქართველოში არ უნდა ჩამოიტანოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს. მიის განმარტებით, ოქროს შენახვა უნდა მოხდეს ლონდოში, სადაც ის ამჟამადაა განთავსებული.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა $500 მლნ-ად 7 ტონა ოქრო შეიძინა და ამიერიდან ოქრო სავალუტო რეზერვებში დაიკავებს ადგილს. არსებული მდგომარეობით უნცია ოქროს საფასური $2336 რაც ყველა დროის რეკორდს წარმოადგენს. ბოლო 1 წლის განმავლობაში ოქროს ფასი 17%-ით გაიზარდა. სებ-ის მონაცემებით, ოქროზე საქართველოს სავალუტო რეზერვების 11% მოდის.