მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა, დოლართან მიმართებით, 0.002 ლარით გამყარდა, ხოლო, ევროსთან მიმართებით - 0.0167 ლარით.
16 ივნისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7288 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იქამდე მოქმედებდა, 2.7296 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1602 ლარია. მაშინ, როცა იქამდე მოქმედი კურსი 3.1401 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0201 ლარი შეადგინა.
17 ივნისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7283 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1553 ლარი გახდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.0049 ლარი შეადგინა.
18 ივნისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7276 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0007 ლარი შეადგინა..
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1373 ლარი გახდა. შესაბამისად, ცვლილებამ 0.0180 ლარი შეადგინა.
19 ივნისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7270 ლარი გახდა. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ, ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით, 0.0006 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1287 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0086 ლარი შეადგინა.
20 ივნისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7268 ლარი გახდა. შესაბამისად, ეროვნულ ვალუტასთან ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1435 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0148 ლარი შეადგინა.
საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.002 ლარით გამყარდა, ევროსთან მიმართებით - კი 0.0167 ლარით.
წყარო: bpn.ge