იაპონიამ 8 ქვეყნის მთავრობას მოსთხოვა, იაპონიის მოქალაქეებს ლიცენზირებული ონლაინ კაზინოების ვებგვერდებზე წვდომა აუკრძალონ. ამის შესახებ Kyodo News-ი წერს.

წყაროს ცნობით, აღნიშნულ 8 ქვეყანას შორის შედიან: კანადა, კოსტა-რიკა, საქართველო, მალტა, ანჟუანის კუნძული კომორის კუნძულებზე, ნიდერლანდების კურასაო, მენის კუნძული ბრიტანეთის ტერიტორიებზე და გიბრალტარი.

იმის მიუხედავად, რომ იაპონიაში ოფშორულ ვებსაიტებზე აზარტული თამაშები უკანონოა, ცოტა ხნის წინ დადგინდა, რომ მოქალაქეებმა 2024 წელს მხოლოდ საერთაშორისო სპორტზე 6.45 ტრილიონი იენი დადეს, რაც 45 მლრდ აშშ დოლარის ექვივალენტია.

იაპონიის წარმომადგენელთა პალატამ ამ თვის დასაწყისში მიიღო კანონპროექტი, რომელიც არალეგალური ონლაინ აზარტული თამაშების მიმართ რეგულაციების გამკაცრებას ისახავს მიზნად.

ასევე, ონლაინ აზარტული თამაშების უმეტესი ფორმა იაპონიაში უკანონობაა, გარდა ლატარიების, დოღების, მოტოციკლებით რბოლისა და ძრავიანი ნავების რბოლაზე ფსონების დადებისა.

წყარო: bpn.ge