10 მაისს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე იმსჯელებს. სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ წინა სხდომებზე რისკი მაღალი იყო, შესაბამისად განაკვეთის შემცირება არც კი განიხილებოდა.
„წინა კომიტეტებზე განაკვეთის შემცირება არც კი განგვიხილავს, რადგან რისკები ჯერ კიდევ მაღალი იყო. მომდევნო კომიტეტის სხდომაზე აუცილებლად გვექნება შემცირების მიმართულებით აქტიური განხილვა, თუმცა რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ.
რაც შეეხება რისკებს, ინფლაცია მცირდება და უახლოვდება სამიზნე მაჩვენებლებს, თუმცა ეს ჯერ კიდევ განპირობებულია უმეტესწილად გარე ფაქტორებით. შიდა ფაქტორებს რაც შეეხება - წლიური ინფლაცია კვლავ მიზნობრივზე მაღალია. 10 მაისისთვის ჩვენ შევაფასებთ რისკებს და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე, 2023 წლის მარტში, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ეროვნული ბანკი მომდევნო კომიტეტზე რეფინანსირების განაკვეთის შემცირების შესაძლებლობას განიხილავს
პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას ხვალ უყრის კენჭს
ვიღაცას მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა - ირაკლი კობახიძე შესაძლო კორუფციაზე კულტურის სამინისტროში
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზე ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს
გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა