ეროვნულ ბანკს ამ დროისთვის 200-ზე მეტი ოქროს ზოდი აქვს გაყიდული.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოქროს სერტიფიკატებისა და ოქროს ზოდების გაყიდვა 4 დეკემბრიდან დაიწყო.

რაც შეეხება გასაყიდ ფასებს,  2023 წლის 8 დეკემბრის მონაცემებით, 20 გრამიანი ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 3,386.86 ლარია, ხოლო გაყიდვის ფასი  3,666.19 ლარი

8 დეკემბრის მონაცემებით, 1 კილოგრამიანი (1000 გრამი) ნომინალის ოქროს ზოდის გამოსყიდვის ფასი 169,343.23 ლარია, ხოლო გაყიდვის ფასი 183,309.68 ლარი. 

მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდები დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერაა დამზადებული.