საქართველოს ბანკის მობილბანკი მნიშვნელოვან ნიშნულს უახლოვდება – მალე აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა 2 მილიონს მიაღწევს. ამ განსაკუთრებული მომენტისთვის მზადება უკვე დაიწყო: მობილბანკში მომხმარებლებს ათვლის ნახვა შეუძლიათ, რომელიც აჩვენებს, რამდენი მომხმარებელი ემატება აპლიკაციას. ათვლის დასრულების შემდეგ კი მომხმარებლებისთვის მობილბანკში „დღესასწაული“ დაიწყება.

შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს განსაკუთრებული სიახლე არ გამოგრჩეს, განაახლე საქართველოს ბანკის მობილბანკი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის მობილბანკი საქართველოში საუკეთესო მობილბანკად არის აღიარებული საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ. აპლიკაცია მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო სერვისების გარდა, მრავალფეროვან არასაბანკო შესაძლებლობებსაც სთავაზობს და ერთ სივრცეში აერთიანებს ფინანსურ პროდუქტებს, შეთავაზებებსა და სხვადასხვა საჭირო ციფრულ პროდუქტს.