Credit Suisse-ის მიერ საინვესტიციო ფონდ Archegos Capital-ის მიმართ ტრანზაქციებში არსებული დარღვევების გამო, შვეიცარიული ბანკი UBS-ი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებლებმა $387 მლნ-ით დააჯარიმეს.

UBS-მა Credit Suisse-ის შეძენა ივნისში დაასრულა და 4 მილიარდი დოლარი გამოყო გარიგებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარად.

აშშ-ს ფედერალურმა რეზერვმა $268,5 მლნ ჯარიმა დააკისრა; ინგლისის ბანკის პრუდენციალური კონტროლის ორგანომ (PRA) - 87 მლნ გირვანქა სტერლინგი ($111,6 მლნ); შვეიცარიულმა ფინანსურმა მარეგულირებელმა Finma-მა, რომელიც ასევე მონაწილეობდა გამოძიებაში, UBS-ს რისკის კონტროლის გასაუმჯობესებლად ზომების გატარება დაავალდებულა.

Credit Suisse-მა ყველაზე დიდი სავაჭრო ზარალი თავის ისტორიაში Archegos-ის დაშლის შედეგად 2021 წლის მარტში განიცადა. ბანკმა $5,5 მილიარდი დაკარგა ამერიკული და ჩინური კომპანიების აქციების ფასების კოლაფსის გამო, რომლებიც Archegos-ის მიერ გაცემული სესხებისთვის გამოიყენებოდა.