საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას შეფასებით, ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა განვითარებული ქვეყნების, მათ შორის ამერიკის და ევროკავშირის ცენტრალური ბანკების პოლიტიკაზე გაცილებით ეფექტური და მოქნილი აღმოჩნდა. ამის შესახებ თურნავამ „ქართუ ბანკის“ მიერ ორგანიზებულ პოდკასტში განაცხადა.

„ეს მხოლოდ ჩვენი დაკვირვება არ არის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო ანგარიშებიც მეტყველებს, რომ განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, ჩვენი მონეტარული პოლიტიკა გაცილებით ეფექტური, დროული და მოქნილი აღმოჩნდა, ვაჯობეთ განვითარებულ ქვეყნებს, მათ შორის ევროპის ცენტრალურ ბანკს და ევროზონის მარეგულირებლებს.

იმიტომ რომ თავის დროზე, როცა საჭირო იყო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უფრო სწრაფად მიიღო საპროცენტო განაკვეთის გაზრდაზე და მერე უფრო სწრაფად მიიღო ამის შემცირების გადაწყვეტილება. ანუ გაცილებით ნაკლები ბიუროკრატიაა და მეტი მოქნილობა ამ თვალსაზრისით და ეს დამდგარი ფაქტია, რომ ჩვენ ეს პროცესი უფრო ეფექტურად ვმართეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 11 თებერვლის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.