დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა $1/2.5893-ით დაიწყო, 13:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5825-ის ნიშნულზეა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ივლისს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.5894 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8372 ლარია.
შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.6300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.5400 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.6350 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.5350 ლარად.