დღეს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობა $1/2.4995-ით დაიწყო, 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2.5250-ის ნიშნულზეა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.04 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4830 ლარი გახდაამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 10 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.4687 ლარი იყო.

შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.5950 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.4950 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.5750 ლარადაა შესაძლებელი, მისი გაყიდვა კი 2.4750 ლარად.