ბიტკოინსა და ოქროს 30-დღიანმა კორელაციამ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაქსიმუმს - 57%-ს მიაღწია. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია Kaiko-ს Twitter-ში წერია.

ამავდროულად, ბირჟებზე ბიტკოინის საშუალო ფასი 30 020 დოლარი გახდა, მაგრამ მოგვიანებით 29 377 დოლარამდე შესწორდა, გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში BTC კურსი 8.86%-ით გაიზარდა.

თებერვალში ბროკერ Bernstein-ის ანალიტიკოსებმა, აშშ-ს საფონდო ბირჟასთან და მაკროეკონომიკურ ფაქტორებთან ბიტკოინის ფასის მოძრაობის ფონზე, კრიპტოვალუტების კორელაციის შემცირება აღნიშნეს. შემდეგ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ კორელაცია BTC-სა და Nasdaq Composite ინდექსს შორის თებერვლის დასაწყისიდან 0,94-დან 0,58-მდე დაეცა.

თებერვლის ბოლოს, Citigroup-ის სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტები უფრო ძლიერია, ვიდრე საფონდო ბირჟა და სტაბილურობას ინარჩუნებს მარეგულირებლების გაზრდილი ყურადღების ფონზე.