კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 412.20 მლნ ლარით (0.93%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.55%-ით გაიზარდა) და მარტის ბოლოს 44.87 მლრდ ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 275.08 მლნ ლარით (1.12%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 137.12 მლნ ლარით (0.69%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.09%-ით).
ბანკების საკრედიტო პორტფელი (მთლიანი სესხები) 2023 წლის პირველ კვარტალში ასეთი იყო:
თიბისი ბანკი — 17 568 586 090 ლარი (2022 წლის 3 თვეში 16 768 183 213 ლარი)
საქართველოს ბანკი — 16 407 922 119 ლარი (2022 წლის 3 თვეში 15 460 190 722 ლარი)
ლიბერთი ბანკი — 2 504 300 487 ლარი (2022 წლის 3 თვეში 2 213 080 919 ლარი)
ბაზის ბანკი — 2 042 739 414 ლარი (2022 წლის 3 თვეში 2 313 906 048 ლარი)
კრედო ბანკი — 1 764 209 911 ლარი (2022 წლის 3 თვეში 1 467 883 843 ლარი)
პროკრედიტ ბანკი — 1 094 341 072 ლარი (2022 წლის 3 თვეში 1 307 025 040 ლარი)
ტერა ბანკი — 1 062 591 307 ლარი (2022 წლის 3 თვეში 973 948 741 ლარი)
ქართუ ბანკი — 740 409 928 ლარი (2022 წლის 3 თვეში 926 780 885 ლარი)
ხალიკ ბანკი — 725 182 707 ლარი (2022 წლის 3 თვეში 817 633 800 ლარი)
პაშა ბანკი — 321 092 782 ლარი (2022 წლის 3 თვეში 317 126 781 ლარი)
ვითიბი ბანკი— 253,328,936 ლარი (2022 წლის 3 თვეში 346 616 573 ლარი)
იშ ბანკი — 300 605 841 ლარი (2022 წლის 3 თვეში 245 105 134 ლარი)
ზირაათ ბანკი — 102 754 096 ლარი (2022 წლის 3 თვეში 99 310 815 ლარი)
სილქ ბანკი — 17 543 754 ლარი (2022 წლის 3 თვეში 15 109 964 ლარი)