სადაზღვევო სექტორმა 2024 წლის I კვარტალი 25 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა, რაც წლიურ ჭრილში გაორმაგებული მაჩვენებელია.

ბაზარზე რეგისტრირებულმა 18-მა სადაზღვევო კომპანიამ წლის პირველი 3 თვის განმავლობაში 398 მლნ ლარის პრემია მოიზიდა, რაც 73 მლნ ლარით მეტია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობამ კი 1.494 მლრდ ლარს აღწევს.

მოზიდული სადაზღვევო პრემიით „ჯიპიაი“ ბაზრის ლიდერად რჩება, კომპანიას 80 მლნ ლარის პრემია აქვს მოზიდული, მეორე ადგილზეა „თიბისი დაზღვევა“, მესამეზე  კი „იმედი L“.

მოზიდული სადაზღვევო პრემია კომპანიების მიხედვით ასეთია:

# სადაზღვევო კომპანიის დასახელება მოზიდული პრემია
1 სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი

80 173 212
2 სს თიბისი დაზღვევა

59 803 610
3 სს სადაზღვევო კომპანია იმედი L

52 528 725
4 სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი

41 206 511
5 სს არდი დაზღვევა

27 734 893
6 სს პსპ დაზღვევა

21 131 968
7 სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია

20 910 483
8 სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო

19 449 421
9 სს სადაზღვევო კომპანია უნისონი

16 263 187
10 სს ნიუ ვიჟენ დაზღვევა

11 922 958
11 სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია

11 738 016
12 სს ბბ დაზღვევა

11 032 375
13 სს სადაზღვევო კომპანია ალფა

9 533 518
14 სს საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი

6 376 739
15 სს დაზღვევის კომპანია ქართუ

3 181 778
16 სს სადაზღვევო კომპანია პრაიმი

3 041 958
17 სს სადაზღვევო კომპანია ტაო

911 385
18 სს გრინ დაზღვევა საქართველო

793 564
  ჯამი

397 734 300

წლებია დაზღვევის ბაზარზე დომინანტური პოზიციები, განსაკუთრებით ავტოდაზღვევის და ქონების დაზღვევის კუთხით, ბანკების საკუთრებაში არსებულ სადაზღვევო კომპანიებს უკავიათ, ამას ზემოთ მოყვანილი სტატისტიკაც მოწმობს. 

2023 წლის ბოლოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის ბაზარზე 6 რეკომენდაცია გასცა. კერძოდ, სააგენტოს პოზიციით - კომერციულ ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს შორის არსებულ სტრუქტურულ პირდაპირ/არაპირდაპირ კავშირის შედეგად, ისევე როგორც კონკრეტული „ანაზღაურების სქემების“ არსებობისას, შესაძლოა, სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტი, რის შედეგადაც შესაძლოა მომხმარებლისთვის მოხდეს იმ სადაზღვევო კომპანიის პროდუქტის შერჩევა/შეთავაზება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში, მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანი შეიძლება არ იყოს. სააგენტოს ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომ საკანონმდებლო დონეზე ჩამოყალიბდეს 3 სადაზღვევო კომპანიის შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის გამოყენების ვალდებულებაც კომერციულ ბანკს შერჩევის პროცესში ექნება. თუმცა პრობლემა დღემდე აქტუალური და მოუგვარებელია.