ამერიკული უნივერსიტეტები, როგორიცაა „ჰარვარდი“ და „სტენფორდი“, მსოფლიოში მილიარდერი კურსდამთავრებულებით ლიდერობენ. ინფორმაციას RankingRoyals-ი Salas Diaz & Young (2024)-ის რეიტინგზე დაყრდნობით ავრცელებს.

რეიტინგის ლიდერი „ჰარვარდია“, რომელსაც 125 მილიარდერი ჰყავს აღზრდილი, მათი ქონებების ჯამი 600 მლრდ დოლარს უტოლდებოდა (2024 წლის მონაცემები).

მეორე პოზიციაზეა „სტენფორდი“, შემდეგ მოდის „პენსილვანიის“, „კოლუმბიისა“ და „მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური“ ინსტიტუტები.