იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკული ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო მოთმინებით ელოდება აშშ-ის პოზიციას და ხელისუფლებას იმედი აქვს, უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკული ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და იმედი გვაქვს, რომ ის აბსოლუტურად უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით.
რაც შეეხება კონკრეტულ აქტებს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ, მთავარია, რომ გვაქვს კონკრეტული განაცხადი გაკეთებული აშშ-ის მიმართ და ველოდებით საპასუხო რეაქციას. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს საპასუხო რეაქცია,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.